მარნეულში „ჩაერთე რაგბიში“ პროექტის ფარგლებში, სასკოლო რაგბის ფესტივალი გაიმართა

მარნეულში „ჩაერთე რაგბიში“ პროექტის ფარგლებში, სასკოლო რაგბის ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის მიზანს მოზარდებისათვის სპორტის ამ სახეობის უკეთ გაცნობა, თამაშის პრინციპების შესწავლა და მორაგბეების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ასევე რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს და გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტში, საქართველოს მასშტაბით ჩართულია 150 სკოლა, მათ შორის არის მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი საჯარო სკოლა, თამარისის და წერეთლის საჯარო სკოლები.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე რაგბის კავშირისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბის „არმაზის“ ორგანიზებით გაიმართა.

























