ტიტე აროშიძე - მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ქვეყნისა და რეგიონის მთავარი საფინანსო კანონის ფორმირების საკითხებით ინტერესდებიან

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ქვეყნისა და რეგიონის მთავარი საფინანსო კანონის ფორმირების საკითხებით ინტერესდებიან, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „დეპუტატის საათის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, უმაღლესი საბჭოს წევრმა ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით ბიუჯეტის ფორმირების, საბიუჯეტო მოწყობისა და პროცედურების შესახებ ისაუბრა.

„ყურადღება გამახვილდა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე, ასევე საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობ სერვისებსა და სიახლეებზე, კერძოდ, ახალ ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ზე. ახალი ონლაინპლატფორმა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად ჩანიშნონ შეხვედრები უმაღლესი საბჭოს წევრებთან, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები ამა თუ იმ კანონის პროექტზე, შემოიტანონ პეტიცია, დაესწრონ სხდომას და ა.შ.

ტიტე აროშიძე აღნიშნულ ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში