აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბსუ-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბსუ-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბსუ ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მერაბ დიასამიძესთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტირებული ეზო დაათვალიერა და ეზოში მყოფ სტუდენტებს გაესაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გაეცნო ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო რეკრიაციული ზონები, დაირგო 200-ზე მეტი სახეობის მცენარე, განთავსდა სხვადასხვა ფორმის სკამები და გაკეთდა ჭადრაკის დაფა. განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა ფილები და ბორდიურები. უნივერსიტეტის ეზოში მალე გაიხსნება ახალი სტუდენტური კაფე, ხოლო ლეონიძის ქუჩაზე სტუდენტური საცხოვრებლის და სამედიცინო მიმართულებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყება.

მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს