გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
სეტყვა იყო სოფელ კოლაგში, ჩუმლაყსა და ბაკურციხეში. დაზიანებულია ვენახები, ატმისა და გარგრის ბაღები.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი წვიმა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც სასოფლო სამეურნეო სავარგულების გარდა, სოფლის გზებიც დააზიანა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ოდენობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.