მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პოლონეთში იმყოფებოდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში -ქალაქ კობილნიცაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ძირითადი მიზანი მარნეულის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პანელების პროექტის განხორციელებაა, რაც ამ ეტაპზე, მარნეულის N3 საბავშვო ბაღში მზის პანელების დამონტაჟებას ითვალისწინებს, რის შედეგადაც საბავშვო ბაღი გამომუშავებული ელექტროენერგიით ისარგებლებს.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს გმინა კობილნიცას მერთან და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ასევე, მონაწილეობა მიიღეს გმინა კობილინიცას დღეების ფარგლებში გამართულ ფესტივალში.

მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს.

მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.

აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა კი მუნიციპალიტეტებს შორის საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას უწყობს ხელს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დელეგაციაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილესთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა შუბითიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო