„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან

„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან

მულტფილმის ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები „სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ ბავშვებთან შესახვედრად მზად არიან.

„დიჯიტალ ტვ“, პერსონაჟებთან ერთად, პატარებს 1 ივნისს, მთაწმინდის პარკში უმასპინძლებს. კომპანია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ზეიმს უერთდება.

პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის კუთხესთან მოსულ ყველა პატარას შეეძლება თავის საყვარელ პერსონაჟთან ერთად გადაიღოს ფოტო, გაიკეთოს სასურველი ნახატი სახეზე, სრულიად უსაფრთხო საღებავით და გაატაროს დღე განსაკუთრებულად მხიარულად.

დიჯიტალ ტვ-ისთვის მნიშვნელოვანია, ყველა პატარას ჰქონდეს ბედნიერი და მხიარულებით სავსე ბავშვობა, რაც მათი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

გელოდებით ყველას, პატარებთან ერთად, 1 ივნისს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე.

(R)