Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება

თბილისში ახალი სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview იხსნება, რომელიც პირველ სტუმრებს მომავალ თვეში უმასპინძლებს.

თანამედროვე ტიპის 160-ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე. სასტუმროდან სულ 3 კილომეტრის მანძილზეა ნარიყალას ციხესიმაგრე, გოგირდის აბანოები და სამების საკათედრო ტაძარი.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თანამედროვე დიზაინით და მაღალი დონის მომსახურებით გამოირჩევა. სტუმრებისთვის იმუშავებს რესტორანი Together & Co, სადაც მათ საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან, ბარში კი გემრიელი სასმელებისა და კოქტეილების მრავალფეროვანი არჩევანი ელოდებათ.

სრული კომფორტისთვის სტუმრებისთვის იმუშავებს ფიტნეს-ცენტრი, 24-საათიანი სასტუმროს მაღაზია, რომელიც ვიზიტორებს უმაღლესი ხარისხის ჯანსაღ, გემრიელ და ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. სასტუმროში უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi და სამრეცხაო.

საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის გამოყოფილია სამი საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც ყველანაირი საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი.

და, რაც ყველაზე მთავარია, The Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ს გამოარჩევს განსაკუთრებული სტუმართმოყვარე გარემო, რომელსაც თითოეული სტუმარი იგრძნობს, ამაზე კი სასტუმროს პროფესიონალი გუნდი იზრუნებს.

სასტუმრო კეთილგანწყობილია შინაური ცხოველების მიმართ და მზადაა მიიღოს სტუმრები მათ საყვარელ თანამგზავრებთან ერთად.

(R)

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა