ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში „გრინსერვის პლუსის” მებაღეების დაკითხვა მიმდინარეობს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე „გრინსერვის პლუსის” მებაღეები იკითხებიან.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მებაღეები არიან ის პირები, რომლებმაც ინციდენტის წინა დღეს შადრევნის აუზი დაასუფთავეს.

„მათი ჩვენებებით დადასტურდება, რომ როდესაც ისინი შადრევნის აუზს ასუფთავებდნენ ამ დროს [შადრევანი]გამორთული იყო. მხოლოდ ერთ მომენტში, როდესაც შადრევანი ჩაირთო დამსუფთავებლები უკიდურეს კიდეში იდგნენ, სადაც გამოძიებით დადგენილია, რომ დენის გაჟონვა არ იყო მაღალი ინტენსიური. ამასთან, მათ ეცვათ სპეციალური ტანსაცმელი, მაღალყელიანი ე.წ.რეზინის ჩექმები. შესაბამისად, მასზე დენის ზემოქმედება მინიმალური იქნებოდა”,- განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მოწმეები დასაკითხ პირთა სიაში დაცვის მხარესაც ჰყავს შეყვანილი.

პროკურორის თქმით, დაცვის მხარის სტრატეგიაა, რომ პროცესი გაჭიანურდეს. თუმცა, აღნიშნული მოწმეები ბრალდების მხარემ წარმოადგინა იმ მიზნით, რომ პროცესი არ გაჭიანურდეს.

რაც შეხება დაცვის მხარის ერთ-ერთ პოზიციას, რომლის თანახმად, ვაკის პარკის პროექტის ინჟინერი ჩინეთის მოქალაქე და ის ამ საქმეზე მთავარია მოწმეა, თუმცა ამ დროის განმავლობაში პროკურატურამ მასთან მიმართებით მხოლოდ ერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რაც საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის დადგენას გულისხმობს.

კითხვაზე, თუ რატომ არ ტარდება სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები, თუნდაც გამოკითხვა, არჩილ ტყეშელაშვილი პასუხობს, რომ ეს პირი მთავარი მოწმე არ არის და ეს უბრალოდ, დაცვის მხარის ინტერპრეტაცია.

მისივე თქმით, ამ პირმა დატოვა საქართველოს საზღვრები, რის გამოც, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა.

პროკურორის განმარტებით, გამოყოფილია დამატებითი საქმე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, უცხო ქვეყანაში კი, მოქალაქის დაკითხვას კანონით გათვალისწინებული წესები აქვს.

ამასთან, არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რომ შადრევანზე სამუშაოები დოკუმენტურადაც და ფაქტობრივადაც “გრინსერვის პლუსს” აქვს შესრულებული.

„ერთადერთი სუბიექტი, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ გამართულობაზე, დოკუმენტების მიხედვით, „გრინსევის პლუსია”. ამიტომ აქვს ბრალდება წარდგენილი მის დირექტორს, უხარისხო სამუშაოს შესრულებაზე”,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“