რუსთავში 1-ელი ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

რუსთავში 1-ელი ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

რუსთავში, 1-ელი ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის პარკში, პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

,,პატარებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით ვუმასპინძლეთ. ღონისძიებებში ჩართული იყო უამრავი ბავშვი. გაიმართა კონცერტები, გამოფენები, ანიმატორების, ორკესტრისა და დრამერების შოუები“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.

პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ დახლებზე რუსთაველი მეწარმეების პროდუქცია, ასევე სამხატვრო სტუდიების მოსწავლეების ნახატები იყო გამოფენილი.

პატარების განწყობაზე დილიდან ზღაპრის გმირები და მოსიარულე ორკესტრი ზრუნავდა. მოეწყო საპნის ბუშტების შოუ და პატარა ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსვლა. საღამოს კი საბავშვო საესტრადო და ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეთა კონცერტი და "არტ ლაიფის" დრამერების შოუ გაიმართა.