„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს

„კარფური“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, მომხმარებლებს მუდმივად განსაკუთრებული ფასდაკლებებით და მათზე მორგებული შეთავაზებებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის.

კამპანია ამჯერად, „კარფურის“ ლოიალობის პროგრამა - „მაიქლაბის“ იუბილეს უკავშირდება, ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს, 31 მაისიდან - 21 ივნისის ჩათვლით, განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, სხვადასხვა პრიზის მოგების შესაძლებლობას სთავაზობს.

კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შანსი ექნებათ ჩაერთონ გათამაშებაში, რომელში მონაწილეობის მისაღებად „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალში უნდა მოიტანონ „მაიქლაბის“ ფიზიკური ბარათი, გადმოწერონ „კარფურის“ მობილური აპლიკაცია „MAF CARREFOUR” (IOS & Android), რის შემდეგაც მიიღებენ შანსს Facebook Live-ის საშუალებით დასაჩუქრდნენ განსაკუთრებული პრიზებით. გარდა გათამაშებისა, კამპანიის პერიოდში მომხმარებლებს „კარფურის“ ყველა ფილიალში დახვდებათ „მაიქლაბ“ ფასდაკლებები.

შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის „კარფურის“ დაგროვების პროგრამა, რომლის მეშვეობით დაგროვებული ქულები მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ პროდუქტში გადაცვალონ, ისარგებლონ განსაკუთრებული ფასდაკლებებით, ქეშბექით და მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებით.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაიქლაბით“. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს