მაჭახელას ხეობაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

მაჭახელას ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ხეობას ვიზიტორთა ცენტრი შეემატა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელშიც ვიზიტორებს მაჭახელას ხეობაში მოგზაურობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღება, სადემონტრაციო კუთხეში გამოფენილი ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გაცნობა შეუძლია, დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

„მაჭახელას ვიზიტორთა ცენტში მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სატრენინგო და საკონფერენციო სივრცეებიც. ვიზიტორთა ცენტრში წარმოდგენილ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს დღეს მთავრობის წარმომადგენლები, ხეობის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, გიდები და ადგილობრივი მოსახლეობას გაეცნო.

მაჭახელას ხეობა, რომელიც ბათუმიდან 39 კმ-ში მდებარეობს, ტურისტულ აქტიური და მიმზიდველი მიმართულებაა. ხეობას ყოველწლიურად ემატება, როგორც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების, ისე ვიზიტორების რაოდენობა. გასულ წელს, მაჭახელას ხეობას 50, 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2021 წელთან შედარებით 60%-იან ზრდას ითვალისწინებს.

მაჭახელას ეთნოსოფლის პროექტის ღირებულება 30 მილიონი ლარს შეადგენს. გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, პროექტი მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა ყალივაკეს და გვარას ციხის რეაბილიტაცია, ასევე ე.წ „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის მიზანი ხეობაში არსებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლების შენარჩუნება-პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და გარემოს დაცვა-გაჯანსაღებაა. მნიშვნელოვანია, რომ მაჭახელას ხეობას გასულ წელს, გაეროს განვითარების ფონდისა მხარდაჭერითა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში