„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს

„დანკინი“ საქართველოში ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს და 74-ე რესტორანს გაუმჯობესებული ერგონომიკით თელავში, მეფე ერეკლე II ქუჩა #12-ში ხსნის. „დანკინის“ ამერიკული რესტორნების ინტერიერის კონცეპტუალური განახლება ბრენდის გლობალური სტრატეგიაა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში ყავის დასალევად მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. .

„დანკინი“ ქსელის სწრაფ განვითარებას რეგიონალური მასშტაბით მომავალი 2 თვის განმალობაში ზუგდიდის, ბათუმის და სარფის მიმართულებით გეგმავს, თბილისში კი ზაფხულში კიდევ ორი რესტორანი გაიხსნება ლუბლიანას ქუჩასა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე. „დანკინი“ საქართველოში დღეში 30 000-ზე მეტი ჭიქა ყავის რეალიზაციას ახდენს. შესაბამისად, ქსელის განვითარების პარალელურად კომპანია საქართველოში ყავის ყველაზე მსხვილი რეალიზატორის პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს.

„თელავში“ „დანკინის“ პირველი რესტორნის გახსნით ახალი რეგიონალური მიმართულების ათვისება დავიწყეთ. ვფიქრობთ „დანკინი“ კახეთშიც საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება და საუკეთესო ყავასთან, გემრიელ სენდვიჩებსა და დონატებთან ერთად ადგილობრივ მომხარებლებსაც ექნება შესაძლებლობა „დანკინის“ ყავით სახლშიც ისიამოვნონ, რადგან რესტორანში ყავის მრავალფეროვანი არჩევანი კაფსულების, მარცვლების და დაფქული ყავის სახითაცაა“, აცხადებს „დანკინის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვნელი ლევან ედიშერაშვილი.

“დანკინის“ რესტორნების სრულ ქსელს ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, იმპორტირებული პროდუქტი სრულად ჩაანაცვლა და წარმოების ლოკალიზაცია მოახდინა. "დანკინის" საწარმო ყოველდღიურად ახალი, 50-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი ამოცანაა ერთგულ მომხმარებელს „დანკინის“ მენიუს გამორჩეული გემო და გამორჩეული ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს.

2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

(R)

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს