ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა გრძელდება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დილიდან-ლენტეხის, გორის, საჩხერის სალოტბარო სკოლებისა და ,,ფოლკლორის სახლის“ (თუშები) 120-მა ბავშვმა, მუნიციპალიტეტის მერთან, გია ონიანთან ერთად დილის გამამხნევებელი სირბილით ლენტეხის ქუჩებში სიმბოლურად გაირბინეს და ივარჯიშეს.

„შემდეგ ბავშვებმა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ფერხულის სწავლების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

დღის მეორე ნახევარში ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს. მჟავე წყლის კომპლექსი მოინახულეს.

ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით ჩატარდა ლოტბარის საათი-ქართლური, თუშური, იმერული და სვანური სიმღერის შესწავლა სხვადასხვა გუნდებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას