ბათუმში აქციაზე დაკავებული ექვსი პირიდან სამი გაათავისუფლეს

ბათუმში, 3 ივნისს, აქციის დროს დაკავებული ექვსი პირიდან სამი, გაათავისუფლეს, ისინი არასრულწლოვნები არიან.

წინასწარი დაკავების იზოლატორში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები - მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე რჩებიან.

დაკავებულები გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში, აქციაზე მოქალაქეები Говорит Москва - წარწერის გამო, დააკავეს.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის