ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ვარძიაში

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ვარძიის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მიმდინარეობს. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართველებთან ერთად კონფერენციის მონაწილეები ედინბურგის, ვენეციის, ინსბრუკის, ოქსფორდის, იენის, ბორდოს და სხვა უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები უახლეს სამეცნიერო არქეოლოგიურ კვლევებს წარადგენენ და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხებს განიხილავენ.

„ვარძიის ახალგაზრდა არქეოლოგთა კონფერენცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. მათი მონაწილეობა ვარძიის კონფერენციაში არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა ქართველი არქეოლოგები ინტეგრირებულნი იყვნენ ევროპულ სამეცნიერო სივრცეში, გაეცნონ მსოფლიოს სიახლეებს არქეოლოგიაში“,- განაცხადა თსუ-ს პროფესორმა, კონფერენციის დამაარსებელმა და ორგანიზატორმა ვახტანგ ლიჩელმა.

კონფერენციაზე თსუ-ს რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვარძიის კონფერენციას თსუ-ს სტუდენტებისთვის, მათი საერთაშორისო ასპარეზზე გასაყვანად, უცხოელ კოლეგებთან სამეცნიერო ურთიერთობის დასამყარებლად, ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების დასაგეგმად.

რექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ვარძიის კონფერენციის ორგანიზატორებს ახალგაზრდა არქეოლოგებისთვის გზის გაკვალვაში დახმარებისთვის და თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას სახელით, მადლობის სიგელი გადასცა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, კონფერენციის სხდომების მუდმივ თავმჯდომარეს მაიკლ ვიკერსს იმ ღვაწლისათვის, რაც მან გაწია ქართველი სტუდენტების მხარდაჭერაში, პროფესიული წინსვლის ხელშეწყობში.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარძიის კონფერენციასთან ვასოცირდები. ამ კონფერენციის მიზანი დაარსებიდან დღემდე არის ახალგაზრდა ქართველ არქეოლოგთა ჩართვა საერთაშორისო კოლაბორაციაში, მათი კვლევების ხარისხის დონის ამაღლება. დარწმუნებული ვარ, რომ ვარძიის კონფერენციიდან ქართველი სტუდენტები მიიღებენ საჭირო ცოდნასა და უნარებს. ამ კუთხით მათი წინსვლა ყოველწლიურად უფრო და უფრო შესამჩნევია“, - აღნიშნა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, მაიკლ ვიკერსმა.

თსუ-ს კურსდამთავრებული, დავით ნასყიდაშვილი კონფერენციაში ამჯერად გენტის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობს.

„ვარძიის კონფერენცია ეხმარება ქართველ ახალგაზრდა არქეოლოგებს საკუთარი უნარების განვითარებაში, ასევე, ინგლისურ ენაზე კვლევითი კომპონენტების გაუმჯობესებაში. ეს არის პლაცდარმი ახალგაზრდა არქეოლოგებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი კვლევების ინტეგრაცია დასავლურ სამყაროში, დამეგობრება დასავლელ სტუდენტებთან, მკვლევრებთან, მოიპოვონ ახალი გრანტები, შედგეს ახალი კოლაბორაციები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა მან.

ახალგაზრდა არქეოლოგთა XIII საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას. კონფერენცია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავს ეძღვნება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს