ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს

სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს.

კვარაცხელია "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

კვარაცხელიამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის - ვიქტორ ოსიმენს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა