საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში აღნიშნება. მისი აღნიშვნის მთავარი მიზანია მოახდინოს მსოფლიოს საზოგადოების აზრის მობილიზება ბავშვთა დასაცავად და მათთვის მშვიდობიანი, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა. კომპანიამ მთაწმინდის პარკში მისულ პატარებს ფერადი, ჯადოსნური კუთხე მოუწყო და უამრავი სიურპრიზითა და მრავალფეროვანი აქტივობებით გაულამაზა დღე.

ბავშვების განწყობასა და ღიმილზე მათთვის საყვარელმა გმირებმა იზრუნეს, რომლებმაც არაერთი შემეცნებითი თუ ფიზიკური აქტივობა შესთავაზეს იქ მისულ ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ როგორც ბავშვების, ასევე მშობლების განსაკუთრებული ინტერესი GM PHARMA - ს სასარგებლო ლოლიპოპებმა დაიმსახურა, რომლითაც ბავშვები ლოლის ფორმაში გამოწყობილმა ანიმატორებმა დაასაჩუქრეს. ასევე დიდი ჩართულობა გამოიწვია სახეზე ხატვამ და სასცენო გასართობმა პროგრამამ, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები არამარტო ბავშვები, არამედ მშობლებიც.

GM PHARMA - ს სასცენო პროგრამა მოიცავდა: მელოდიების გამოცნობას, ბაგირის გადაქაჩვას, ცეკვას, ცნობილი ადამიანების განსახიერებას და ა.შ.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპისა და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM PHARMA ულოცავს პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და სრულად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას.

GM Pharma უერთდება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და ულოცავს პატარებს ამ მნიშვნელოვან დღეს! მოგეხსენებათ, ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია ზრუნვა ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მათთვის მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე და რაც უმნიშვნელოვანესია, მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვების კეთილდღეობაში ჩადებული ინვესტიცია მნიშვნელოვანია არამხოლოდ მათი, არამედ თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენთვის ერთგვარი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მივიღოთ ჯანმრთელი, ბედნიერი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება - ერთად ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე და შევძლოთ რაც შეიძლება მეტი ბავშვის გაღიმება და გაბედნიერება. GM PHARMA მუდმივად ზრუნავს პატარების ჯანმრთელობასა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს სთავაზობს პედიატრიული პროდუქტების ფართო არჩევანს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. კომპანიის მისიაც სწორედ ეს გახლავთ: GM PHARMA - ემსახურება მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება! განაცხადა GM PHARMA - ს პროდუქციის მენეჯერმა, ქეთი სურამლიშვილმა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, GM Pharma მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლების აქციას პედიატრიულ პროდუქტებზე.

GM PHARMA ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლების აქციას 1+1 ევროპული ხარისხის საბავშვო პროდუქტებზე, რაც გულისხმობს 1 კოლოფის შეძენის შემთხვევაში მეორეს საჩუქრად მიღებას. აქცია მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით პსპ-სა და ავერსის სააფთიაქო ქსელებში. დაინტერესების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს შესაბამის აფთიაქს - GM PHARMA - ს სააფთიქო გაყიდვების მენეჯერმა ჟანა მაღლაკელიძემ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა პირველად 1925 წელს, ბავშვთა კეთილდღეობის ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, თუმცა საბოლოოდ 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამტკიცდა. ეს დღე ყოველწლიურად შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას.

(R)

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს