ლენტეხი „სკალდობის“ დღესასწაულს ზეიმობს

ლენტეხი „სკალდობის“ დღესასწაულს ზეიმობს

დღეს, ლენტეხში, ტრადიციული-რელიგიური დღესასწაული, ფაყობა-სკალდობა აღინიშნა, რომელიც აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება და „სულთმოფენობის” დღესასწაულს ემთხვევა. ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი სტუმარი და მომლოცველი შეუერთდა.

„დღესასწაულზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.

„სკალდობა-2023“ სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული ტურნირები სვანური ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და დოღში, რომლის დასრულების შემდეგ დაჯილდოება გაიმართა.

დოღში გამოვლენილ საუკეთესო მხედარს დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ პირადი ინიციატივით, ცხენი გადასცა, II ადგილზე გასულს კი სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ პირადი ინიციატივით უნაგირი, ხოლო III ადგილის მფლობელი ფულადი პრიზით დასაჩუქრდა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები მკლავჭიდში:

აბსოლუტური მარჯვენა - გიორგი ქურასბედიანი.

აბსოლუტური მარცხენა - გიორგი თედორაძე.

სვანურ ჭიდაობაში (ლიბრგიელ) “მარკლანი” გამარჯვებული გახდა თორნიკე გვიჭიანი; II ადგილი - გიორგი გუგავა, III ადგილი - სანდრო ახლოური.

60კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულები არიან: I ადგილი - გიორგი ჩანქსელიანი; II ადგილი - ზურაბ გალობერი; III ადგილი - გრიგოლ ლიპარტელიანი.

70 კგ. წონითი კატეგორია: I ადგილი - გიორგი ახვლედიანი; II ადგილი - სანდრო ახლოური; III ადგილი - ლუკა ქურასბედიანი.

85 კგ. წონითი კატეგორია: I ადგილი - თორნიკე გვიჭიანი; II ადგილი - გიორგი გუგავა; III ადგილი - გიორგი გაზდელიანი.

ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოჭიდავის პრიზი გრიგოლ ლიპარტელიანს გადაეცა.

რაინდული შემართებისთვის დასაჩუქრდა გიორგი გაზდელიანი.

ღონისძიებაში მონაწილე ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელებით და ფულადი პრიზებით.

სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებულები პირადი თანხებით დააჯილდოვეს: გოდერძი ჩანსელიანმა, ბესო (ალვერდი) ჩანქსელიანმა, ბიძინა ჩანქსელიანმა, არჩილ ლიპარტელიანმა, გაგა ქურასბედიანმა, ბესო ჩანქსელიანმა, გია (არჯევან) ჩანქსელიანმა, ონისე ბენდელიანმა, ონისე გუგავამ, სოსო ჩანქსელიანმა, დათო ჩანქსელიანმა, სანდრო ქურასბედიანმა.

სულთმოფენობის მადლი ეწეოდეს სვანეთს და სრულიად საქართველოს!,” - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.