გია ვოლსკი - ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელის ხშირი ხსენება გამოსავალია, რათა როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, რაშიც დღეს „ნაცმოძრაობა“ იმყოფება

ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელის ხშირი ხსენება გამოსავალია, რათა როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, რაშიც დღეს “ნაცმოძრაობა“ იმყოფება - როდესაც ვამბობ, რომ ნაგავში იმყოფება, მთელს იმ გუნდს ვგულისხმობ, რომელშიც დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი შედიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, ეს არის აგრესიული დაჯგუფება - რევოლუციური სცენარით.

"ლევან ხაბეიშვილის განცხადებების კომენტირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. მშრალი ფაქტი ის არის, რომ სურს გარშემო კოალიცია შეინარჩუნონ. ამისთვის მიხეილ სააკაშვილის სახელი არის ერთი ხავსი, რომელსაც შეიძლება ჩამოეკიდონ. დანარჩენი რესურსი - ინტელექტუალური რესურსი, პროგრამა ან გიგანტური აზრებით, რითაც სხვა რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს თავს მოაწონებენ, არ გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტქალაქში," "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

"ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო