„რეტროს“ თანამშრომელი, რომელზე ძალადობის ფაქტზეც ობიექტის მფლობელია დაკავებული - დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეები დაასაქმა და მათ ქართველებზე მეტს უხდიდა

რესტორან „რეტროს“ თანამშრომელმა, თემო მგზავრიძემ მის მიმართ ობიექტის მფლობელის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.

როგორც palitravideo.ge-ს თემო მგზავრიძემ განუცხადა, პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ იძალადა მასზე ფიზიკურად რესტორნის მფლობელმა.

თემო მგზავრიძე განმარტავს, რომ მასსა და რესტორნის მფლობელს შორის დაპირისპირება ანაზღაურებას მოჰყვა. მისივე განმარტებით, რესტორნის მფლობელი რუსი ეროვნების მომსახურე პერსონალს უფრო მეტ ანაზღაურებას უხდიდა, ვიდრე ქართველი ეროვნების თანამშრომლებს.

„მანამდე ასეთი დაპირისპირებები უშუალოდ ჩემ მიმართ არ ხდებოდა, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა სხვისთვის მიუყენებია. ფიზიკური შეურაცხყოფა პირველი იყო.

დაპირისპირება დაიწყო 2023 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც რუსი თანამშრომლები მოიყვანეს. რუსი ეროვნების 3-4 პირი მოიყვანა. როცა ანაზღაურებაზე იყო საუბარი, რუსი ეროვნების სტაჟიორს უფრო მეტს უხდიდა - მაგალითად, ერთ დღეს რუს სტაჟიორს მეტი გადაუხადა, ვიდრე ქართველ სტაჟიორს, როცა ქართველი თანამშრომელი ორჯერ მეტ საქმეს აკეთებდა. ამ საკითხზე დაინიშნა თათბირი, რა დროსაც მოხდა ის, რაც კადრებში ნახეთ“, - განაცხადა თემო მგზავრიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული.

რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს