„ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მიიღო.
როგორც სასამართლო პროცესზე მირდატ ქამადაძემ განაცხადა, მისი დაკავება სამართალდამცავების მხრიდან პირადი შურისძიების საფუძველზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში, აქციაზე მოქალაქეები Говорит Москва - წარწერის გამო, დააკავეს.

























