შრომის ინსპექციის წარმომადგენლები რესტორან „რეტროზე“ - უსაფრთხოების მიმართულებით მოხდა სამუშაო პროცესის ნაწილობრივ შეჩერება

ბათუმში, რესტორან „რეტროში“ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა სამუშაოები დაასრულეს.
როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, კვების ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნაწილში კრიტიკულად შეუსაბამობა დაფიქსირდა.
მათივე განცხადებით, რესტორან „რეტროში” თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების შესწავლა მოხდება და უწყების მიერ, შესაბამისი დოკუმენტაცია არის გამოთხოვილი.
„შრომის ინსპექციის სამსახურს გავრცელებულ ვიდეოზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა, მოხდა დაწესებულების როგორც უფლებრივი, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით შემოწმება. შემოწმდება დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოება. უსაფრთხოების მიმართულებით მოხდა სამუშაო პროცესის ნაწილობრივ შეჩერება. შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი“, - განაცხადეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა.

























