სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ინტენსიური წვიმა და ძლიერი სეტყვა ქალაქის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

გორის ზოგ უბანში სეტყვა განსაკუთრებით ძლიერი იყო, შესაბამისად, დააზიანა საცხოვრებელი სახლების ეზოებში ვაზი, ხილის და დეკორატიული ნარგავები. უხვი ნალექის შედეგად წარმოიქმნა ნიაღვარიც.

მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ 10-მდე სოფელი დააზარალა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა