"ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოსკოვი-ქუთაისის რეისს აპროტესტებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მოსკოვი-ქუთაისის რეისს აპროტესტებენ.­

როგორც პარტიის წევრმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა, შეგუებას არ აპირებენ.

“პირველი რეისი 2 ივნისს იყო დაგეგმილი, მაგრამ ავიაკომპანიამ ვერ შეასრულა რეისი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, მომსახურე კომპანია არ ჰყავდათ და შემდეგ უკვე გადაწიეს 15-16 ივნისისთვის. ვაპირებდით ჩვენ აქციის ჩატარებას, მაგრამ როგორც დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, დღეს 23:30-ზე დაეშვება პირველი რეისი და შესაბამისად აქ ვართ, ველოდებით, კიდევ გზაში არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან ქუთაისის აეროპორტში მოსკოვი-ქუთაისის რეისის გასაპროტესტებლად. არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ ყველაფერს, ტურიზმის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ აქ საუბარია ოკუპაციაზე და “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე. ის, რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება, არ შეიცავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნიშნებს და ვაპროტესტებთ ამას. უნდა იცოდეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, რომ ყველგან, სადაც ჩვენ საშუალება გვექნება, ყველგან გავაპროტესტებთ მსგავს ქმედებებს”,- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თემურ ცამციშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება