სალომე სამადაშვილი - ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ამით „ქართული ოცნების“ პოზიციებს მხოლოდ აძლიერებს

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ამით „ქართული ოცნების“ პოზიციებს მხოლოდ აძლიერებს - ცხადია, არჩევნებამდე "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ! - ეს განცხადება "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

სამადაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა არა თუ არ არის, პირიქით - "ქართული ოცნების" პროპაგანდა მთელი ოპოზიციის "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტებად გამოცხადებაზე დგას.

"სწორედ ამიტომ ჩვენ ქართველი ამომრჩევლისთვის ალტერნატივის შეთავაზებას ვაპირებთ, რომელიც არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება.

ცხადია, არჩევნებამდე "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, მით უფრო იმ ფორმაში მყოფ პარტიასთან, რა ფორმაშიც ის დღეს არის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის