ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის თანახმად, დაგეგმილია ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომების მოწყობა მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდება ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო. ამასთან, მოეწყობა ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და მოწესრიგდება კანალიზაციის ქსელი.

სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა