დავით გაბაიძე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც ელჩის აჭარაში პირველი ვიზიტის ფარგლებში შედგა, მხარეებმა ევროკავშირთან პარტნიორობის ზოგადი საკითხები განიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა ჩვენს რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმასა და საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

პაველ ჰერჩინსკიმ დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები სასიკეთოდ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს