პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 ბინის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი 12-სართულიანი კორპუსი.

სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი - 77 347 872 ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 ბინის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი 12-სართულიანი კორპუსი.

სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი - 77 347 872 ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში