აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მომავალ იურისტებს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, კანონშემოქმედების ძირითადი პრინციპების, სტრუქტურის გაცნობის შემდეგ, ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდებთან კომიტეტის საქმიანობაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან კანონმდებლების ურთიერთობის სპეციფიკაზე, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის, შშმ პირთა უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ყურადღება გამახვილდა პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებაზე, სახალხო დამცველის, ასევე, სხვა ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმებსა და ბერკეტებზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს