გარდაბნის მერმა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის ორგანიზატორებს მადლობის სიგელები  გადასცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და მოადგილეებმა სამირ ხიალოვმა და ვუგარ მამედოვმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების - ,,მოვიარე საქართველო", ორგანიზატორებს, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის პედადაგოგებს ლიანა მუკბანიანს, ნატალია ბექაურსა და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს ლეილა ბენდელიანს, მადლობის სიგელი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტი „მოვიარე საქართველო" მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურაზე.

„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ განათლების სისტემაში სწორედ ასეთი ღირსეული ადამიანები არიან ჩართულნი, მნიშვნელოვანია დავუფასოთ მათ შრომა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა", - განაცხადა დავით კარგარეთელმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება