ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 885 000 ლარს შეადგენს.

„მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა.

თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ახალ სასწავლო წელს პატარები მოდერნიზებულ საბავშვო ბაღში შეძლებენ განაახლონ სასწავლო პროცესი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა