თორნიკე რიჟვაძე მაიამი დეიდის პორტის და საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მაიამი დეიდის პორტის დირექტორს ჰაიდი ვებს და ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაიამის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორ რალფ ქიუთის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი მსოფლიოს საკრუიზო დედაქალაქად წოდებული, მაიამის პორტის მუშაობას და მიმდინარე ოპერაციებს.

გვაქვს არაერთი საინტერესო წინადადება ამ მიმართულებით, რომელიც ბათუმს კიდევ უფრო დაეხმარება მდგრადი ტურიზმის მშენებლობაში.

იგეგმება მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც კიდევ უფრო მდგრადს გახდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ იმპულსს შესძენს ბიზნეს-ურთიერთობებს”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის დელეგაცია ადგილზე გაეცნო პორტის და აეროპორტის მუშაობას, სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს. შეხვედრისას მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო საკრუიზო დედაქალაქად წოდებულ მაიამის პორტს, ყველაზე დიდი საკრუიზო გემების პორტი აქვს. მნიშვნელოვანია მაიამის აეროპორტის გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება, რომელიც ამერიკის ყველაზე დატვირთულ ლოკაციად ითვლება საერთაშორისო მგზავრების და საერთაშორისო ფრენების კუთხით.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა