ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზეინტერპრესნიუსი უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, არა მხოლოდ იმის გამო თუ როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინა-რუსეთის ფრონტზე, არამედ იმის გამოც, რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს რუსეთის შევიწროებას მსოფლიოს ბაზრებზე და ფინანსებზე, მსოფლიოში და ჩვენს ირგვლივ ტურბულენცია პიკს აღწევს.

და ეს ხდება იმის ფონზე, როცა კოლექტიურ დასავლეთი ეხმარება უკრაინას იარაღით, ფინანსურად რომ მიღწეულ იქნას მიზანი და რუსეთი გავიდეს მის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან.

ამ პროცესების ფონზე ევროკავშირმა და ნატომ რუსეთის მეზობლებისთვის, ვისაც რუსეთისაგან საფრთხე ემუქრება, ფართედ გააღეს კარი რათა მათ დააჩქარონ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს ნაბიჯები არც მკაფიოა და რიგ შემთხვევაში გაუგებარიც კი ჩვენი პარტნიორებისთვის.

ვითარებაში, როცა ევროპამ რუსეთს საჰაერო სივრცე პრაქტიკულად ჩაუკეტა, საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია, თქვენ როგორ შეაფასებდით იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც შექმნილ ვითარებაში საქართველო იმყოფება?

- ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება, ეს არის პარტნიორების გარეშე რუსეთთან პირისპირ დარჩენა. რუსეთი წლებია ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას დასავლეთთან, შეაფერხოს ევროკავშირსა თუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.

ახლა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთთან ურთიერთობა, დაძლიოს რუსულ ენერგორესურსებზე, ეკონომიკაზე დამოკიდებულება. ამ დროს ფრენების გახსნა, სავაჭრო ურთიერთობების ზრდა და ტურისტული ნაკადების წახალისება ქვეყანას რისკის წინაშე აყენებს.

ახლა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთთან ურთიერთობა, დაძლიოს რუსულ ენერგორესურსებზე, ეკონომიკაზე დამოკიდებულება. ამ დროს ფრენების გახსნა, სავაჭრო ურთიერთობების ზრდა და ტურისტული ნაკადების წახალისება ქვეყანას რისკის წინაშე აყენებს

ჯერ ერთი, როგორც ცნობილია, რუსეთი კულტურას, სპორტს, ეკონომიკას, ენერგეტიკას ზეწოლის ბერკეტად იყენებს და რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა ქვეყანას რუსეთის მძევლად აქცევს.

ამას გარდა, ხელისუფლების აღფრთოვანებული რიტორიკა კონტაქტების გაღრმავებასთან დაკავშირებით, გაუგებრობას იწვევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებში და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დეკლარირებული კურსისადმი ერთგულებას.

- სამწუხაროდ, თქვენს მიერ ჩამოთვლილი საფრთხეები საკმაოდ საგანგაშოა. ყველა მათგანი ცალკე საუბრის თემაა, ყველაზე ყურადღებას ალბათ ვერ გავამახვილებთ, მაგრამ რამდენიმე თემას აუცილებლად შევეხებით.

მას შემდეგ რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრატისლავაში განაცხადა რომ უკრაინაში ომის ერთ-ერთ მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყოო, ჩვენს პარტნიორებს ბევრი საფიქრალი გაუჩინა. ჩვენმა პრემიერმა მართალია ირიბად, მაგრამ, უკრაინა-რუსეთის ომში კოლექტიური დასავლეთი დაადანაშაულა. ანუ, საქართველოს სახელით გაახმოვანა ამ ომთან დაკავშირებით კრემლის პოზიცია.

რადგან ჩვენთვის რუსეთი საფრთხედ რჩება, კითხვას ასე დავსვამდი - თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველო აგრძელებს რუსეთთან დაახლოებას?

- რუსეთთან დაახლოებას, ვაჭრობის ზრდას, ტურისტულ ნაკადებს, მიგრაციულ პროცესებს გარკვეული პოზიტიური ეკონომიკური ეფექტი აქვს. თუმცა, სამწუხაროდ, არ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთთან პოზიტიური დინამიკა იწვევს რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებას, რასაც, საჭიროების დადგომისთანავე კრემლი აუცილებლად გამოიყენებს.

სამწუხაროდ, არ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთთან პოზიტიური დინამიკა იწვევს რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებას, რასაც, საჭიროების დადგომისთანავე კრემლი აუცილებლად გამოიყენებს

პოლიტიკურ ჭრილში, რუსულ ყაიდაზე სახელმწიფო მოწყობა უზრუნველყოფს მმართველი პარტიის „მუდმივად“ დარჩენას ხელისუფლებაში. საპირისპიროდ, ის რეფორმები, რომლებსაც დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირი, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მუდმივ დომინირებას გამორიცხავს. ამ თვალსაზრისითაც, რუსეთთან დაახლოება ხელისუფლებისთვის მომგებიანია, თუკი იგი მოახერხებს, სახელმწიფოში შექმნას ამგვარი პოლიტიკით კმაყოფილი ფენა.

რუსულ ყაიდაზე სახელმწიფო მოწყობა უზრუნველყოფს მმართველი პარტიის მუდმივად დარჩენას ხელისუფლებაში. საპირისპიროდ, ის რეფორმები, რომლებსაც დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირი, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მუდმივ დომინირებას გამორიცხავს

კმაყოფილების მოტივი ზოგ შემთხვევაში წმინდა ეკონომიკური სარგებელია, ზოგჯერ კი ეს შეიძლება იყოს ტრადიციების დაცვის, რელიგიური მსგავსების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნარატივები.

- ხელისუფლება არა მარტო აგრძელებს რუსეთთან დაახლოებას, ამაყობს ქვეყანაში არსებული მშვიდობით და იმ ეკონომიკური სარგებლით, რასაც საქართველო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებისგან იღებს.

რაც შეეხება მშვიდობას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ თითქოს გლობალური ძალები აიძულებენ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას, დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე ვინა არიან ის გლობალური ძალები, ვინც საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვს.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხელისუფლებას და საზოგადოების ნაწილს არ ეუხერხულება იმ რუსეთთან ვაჭრობით ეკონომიკური სარგებლის ნახვა, რომელთან ურთიერთობას ევროპა ერიდება. ევროპის ქვეყნების მოსახლეობა თავად იკლებს და უკრაინას ეხმარება, რომ ტერორისტ ქვეყნად აღიარებული რუსეთი დამარცხდეს და რუსეთს მუდმივად არ ჰყავდეს უკრაინის მოსახლეობა ტერორში. სხვათა შორის, ეს ჩვენ გვეხება.

გასაგებია, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირებით სარგებელი გვაქვს, მაგრამ გარკვეულ უხერხულობასაც კი უნდა ვგრძნობდეთ იმის გამო, რომ ტერორისტ ქვეყნად აღიარებულ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით ვამაყობთ.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირის წევრობის სურვილის მქონე საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი არანაირ უხერხულობას არ გრძნობს რუსეთთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობებით?

- საბედნიეროდ, საზოგადოებაში ასეთი ფენა სულ უფრო და უფრო მცირდება. გასულ წლებში რუსეთის აღქმა მსოფლიოსა თუ საქართველოში არ იყო რეალისტური.

ასე, მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომის სხვადასხვა ეპიზოდებში, იქნება ეს აფხაზეთის ოკუპაცია თუ ცხინვალის რეგიონში 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი რუსული აგრესია, მსოფლიო და ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თავად საქართველოსაც ადანაშაულებდა, თუ პირდაპირ ომის გაჩაღებაში არა, „თავიდან ვერ არიდებასა“ თუ „პროვოკაციაზე წამოგებაში“ მაინც.

რუსულ სპეცსამსახურთან პარტნიორობა საქართველოს მკვეთრად პროდასავლურ ყაიდაზე მოწყობილი ინსტიტუტებისთვის პრაქტიკულად ჩამოშლის ტოლფასია

ამას გარდა, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული კულტურული თუ რელიგიური კავშირების წყალობით, არსებობდა მითი „ორი რუსეთის“ შესახებ, რაც, ბუნებრივია აბსურდია - უკრაინაში გაჩაღებული ომი და სასტიკი მკვლელობების ფონზეც კი არ არსებობს რუსეთის მოსახლეობაში პროტესტი მოძალადე ხელისუფლების მიმართ. უფრო მეტიც, ამგვარი პროტესტი ან კრიტიკა არ უჩნდებათ უკვე სამშვიდობოს გასულ რუსეთის მოქალაქეებს.

სამწუხაროდ, რუსეთის მმართველი ელიტისა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მსოფლმხედველობა სრულ თანხვედრაშია და მოსახლეობა ამართლებს, ახალისებს სისხლიან მოქმედებებს მეზობლების წინააღმდეგ.

- ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, იმ ქვეყნიდან, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, იმ რაოდენობის თანხებისა და ქონების შეძენა, რასაც თვალს ვადევნებთ და რაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეები იძენენ. მართლაც ცალკე საუბრის თემაა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან, 2023 წლის 26 აპრილამდე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას კვ.-ზე მეტი მიწა, დარეგისტრირდა 8832 ინდმეწარმე, 889 იურიდიული პირი.

ისეთი პატარა და მოწყვლადი ქვეყნისთვის, როგორც საქართვლოა, ეს სტატისტიკა საკმაოდ დამაფიქრებელია და აშკარად შეიცავს საფრთხეებს. საუბრები იმაზე, რომ საქართველოში ქონებას ძირითადად რუსეთში მცხოვრები ეროვნებით ქართველები იძენენ, სიმართლეს აშკარად არ შეესაბამება. ეს რომ ასეა, საკმარისია, ახალაშენებულ ბინებში შევიხედოთ და თავად დავრწმუნდებით თუ რა ვითარებაა რეალურად.

ფაქტია, რომ ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მასშტაბებში პრობლემას ვერ ხედავს. არადა, არაა გამორიცხული, რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტზე არსებული ვითარების გამო რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ამას წინათ ბატონმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ კვირის პალიტრასგანუცხადა - რუსებს აღარავინ არ ელოლიავება, ავად თუ კარგად, ჩვენც გავყვებით ამ დინებას და აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება რუსეთთან უვიზო მიმოსვლას არ აწესებს?

- ხელისუფლებას რუსულ ეკონომიკასთან ინტეგრაცია, რუსული ტურისტული ნაკადები, ფინანსური ინიექციები შიდაპოლიტიკური ვითარების დასარეგულირებლად, პარტიული ინტერესების გასატარებლად სჭირდება.

ამით იგი ერთის მხრივ ცდილობს დამატებითი შემოსავალი გაუჩინოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რაც თავისთავად არ არის ცუდი განზრახვა, თუმცა, რამდენად ხდება ამ დროს უსაფრთხოების რისკების გათვალისწინება, რთული სათქმელია. მეორეს მხრივ კი, ხელისუფლება რუსეთთან დაახლოების პოლიტიკით ახდენს პრორუსული პარტიების ელექტორატის მოზიდვას.

საქართველოში ამგვარი ამომრჩევლის რაოდენობა მცირეა, ამიტომ მმართველი პარტიის პროპაგანდა ცდილობს ამომრჩევლის სეგმენტის გაზრდას მშვიდობის, ტრადიციების დაცვის, სუვერენული დემოკრატიის მითიური იდეების კულტივირებით. საერთო ჯამში ეს ყველაფერი რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან დიდი ხანია ეს რიტორიკა უკვე აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიაში გადაიზარდა.

სამწუხაროდ, რუსეთის მმართველი ელიტისა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მსოფლმხედველობა სრულ თანხვედრაშია და მოსახლეობა ამართლებს, ახალისებს სისხლიან მოქმედებებს მეზობლების წინააღმდეგ

ბუნებრივია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ინფილტრირებული რუსული სპეცსამსახური კრემლისთვის სასურველ მიმართულებას აძლევს ხელისუფლების მიერ მერკანტილური ინტერესებით ინსპირირებულ პროცესებს.

- ერთი წლის წინ, როცა საქართველოს რუსი დეზერტირები და ვითომ ტურისტები მოაწყდნენ, ბევრი მათგანი აქ დარჩა, ჩვენ გვისაუბრია იმაზე, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს გაუჭირდებოდათ ასეთი ნაკადის გაკონტროლება.

მას შემდეგ, რაც სანქცირებული მინისტრის, ლავროვის ქალიშვილი მაყრიონთან ერთად უპრობლემოდ შემოვიდა საქართველოში, პუტინის ისეთი ოპონენტი, როგორ ცნობილი მწერალი-სატირიკოსი შენდეროვიჩია, საქართველოში არ შემოუშვეს, ხოლო ჩეჩნეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში კორტეჟით გადაადგილდებოდა, იმის გათვალისწინებით, რაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე ხდება, ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართველი სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ რუსულ სპეცსამსახურებთან.

ზოგადად, სპეცსამსახურები ერთმანეთთან რომ უნდა თანამშრომლობდნენ ეს გასაგებია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით ახლა საქართველო-რუსეთის საზღვარზე რაც ხდება, სავარაუდოდ, რა ფორმატში და რა პირობებით შეიძლება თანამშრომლობენ ქართული და რუსული სპეცსამსახურები?

- საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და ზოგადად, რუსეთის პოლიტიკა გამორიცხავს სპეცსამსახურების თანამშრომლობის რაიმე ლეგიტიმურ ჩარჩოს.

ბუნებრივია, არ ვფლობ ინფორმაციას რა სახის დახურული კონტაქტები შეიძლება არსებობდეს ამ მდგომარეობაში მყოფ სამსახურებს შორის, თუმცა, ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ, მაგალითად, საქართველოში ვერ ხვდება პუტინის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად ან კრიტიკულად განწყობილი ადამიანების უმეტესობა, ხოლო კრემლის რეჟიმის ტოპ-ხუთეულში შემავალი ლავროვის ოჯახის წევრი კონსპირაციის გარეშე ისვენებს საქართველოში.

ცხადია, ჩნდება განცდა, რომ მას უსაფრთხოების გარანტიები აქვს მიღებული და ეს გარანტიები მხოლოდ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებას შეუძლია გასცეს, ისიც, მეორე მხარესთან სათანადო კონტაქტების პირობებში.

ამგვარი გარანტიები პარტნიორობის გარკვეულ დონეს გულისხმობს, რუსულ სპეცსამსახურთან პარტნიორობა კი საქართველოს მკვეთრად პროდასავლურ ყაიდაზე მოწყობილი ინსტიტუტებისთვის პრაქტიკულად ჩამოშლის ტოლფასია.

მმართველი პარტიის პროპაგანდა ცდილობს ამომრჩევლის სეგმენტის გაზრდას მშვიდობის, ტრადიციების დაცვის, სუვერენული დემოკრატიის მითიური იდეების კულტივირებით. საერთო ჯამში ეს ყველაფერი რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან დიდი ხანია ეს რიტორიკა უკვე აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიაში გადაიზარდა

ცხადია, არავინაა გულუბრყვილო, დაიჯეროს, რომ ლავროვის ქალიშვილის შემოსვლა სპეცსამსახურებს იმიტომ გამოეპარათ, რომ „ის მეუღლის გვარზეა“. თუ შესაბამის უწყებებს ამის შესახებ წინმსწრები ინფორმაცია არ ჰქონდათ, მაშინ მდგომარეობა მართლაც სავალალოა.

- წლის დასაწყისში ინტერპრესნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - ახლა რუსეთი საქართველოში დაკავებულია მოქალაქეთა იმ ბაზის შექმნით, რომელიც მისი პოლიტიკისადმი ლოიალური იქნება, როგორც კი ასეთი ბაზა შეიქმნება, რუსეთი საქართველოს ხელახლა ოკუპაციაზეც არ დაიხევს უკან.

ქვეყნისთვის, რომლის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რუსულ სპეცსამსახურებთან საქართველოს სპეცსამსახურების ამგვარ თანამშრომლობას რა პლუსები და რა მინუსები შეიძლება ჰქონდეს?

- რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დასრულებული არ არის დამატებით, უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა შეაჩერა რუსეთთან კონტაქტები. ამ პირობებში მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობას არანაირი დადებითი მხარე არ შეიძლება ჰქონდეს.

ცხადია, ტექნიკური შეხება შესაძლოა არსებობდეს სასაზღვრო რეჟიმის განხორციელების, კონკრეტული დამნაშავის ძებნის ან პასუხისგებაში მიცემის, ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

პარტნიორები ჩვენგან ინტეგრაციის, დეოკუპაციის, დემოკრატიის კონსოლიდაციის მრავალპარტიულად მხარდაჭერილ პროექტებს მოელის და არა ერთმანეთის გასანადგურებლად ჩატარებულ არჩევნებს ან არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მანიპულაციურ ანტიდასავლურ პროპაგანდას

თუმცა ამგვარ კონტაქტებს თანამშრომლობას ვერ დავარქმევთ და ეს არ უნდა გადაიზარდოს რაიმე ტიპის კოლაბორაციაში - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია.

- მძაფრი რეაქციისა და განხილვის გარეშე არ ჩაუვლია ორი დღის წინ ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს.

დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, რუსეთში მცხოვრები ქართველების ხმების საარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გაჟღერდა ეს ინიციატივა. მეორე ნაწილი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10 წლიანი ვადის 5 წლამდე დაწევა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზეა გათვლი, ვისაც ჩვენთან ბინადრობის უფლება უკვე აქვს მიღებული.

ძნელი დასაჯერებელია, ხელისუფლებამ არ იცოდეს, რომ მოქალაქეობის მინიჭების ვადების შემცირებაში გარკვეული რისკები არსებობს და ამ საკითხში გაეროს რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს.

ვიზეა გათვლილი მოქალაქეობის მიღების საკითხებში სერიოზული ცვლილებების შეტანა? თქვენი აზრით, რა რისკებს შეიძლება შეიცავდნენ ეს რისკები?

- უკანასკნელი ცვლილებები ამარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ფაქტია, ამით, უპირველეს ყოვლისა, ისარგებლებენ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. ხელისუფლება ამით საარჩევნო ბაზის გაზრდას ცდილობს, რადგან ამ ცვლილებას მოჰყვება მმართველი პარტიისადმი ლოიალური ამომრჩევლის რიცხვის ზრდა.

ამ თვალსაზრისით ეს აქტი თითქოს უწყინარი მანიპულაციაა, თუმცა, აქაც არ უნდა დავივიწყოთ ის გარემოება, რომ ნებისმიერი სახით რუსეთთან დაკავშირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა საფრთხისშემცველია, რადგან იწვევს ოკუპანტი ქვეყნისადმი ლოიალური მოქალაქეების ფენის ჩამოყალიბებას.

- ჩვენი საუბრის ბოლოს ისევ ბატონ ალექსანდრე თვალჭრელიძის ნათქვამი მინდა გავიხსენო - ქვეყანაში არის პოლიტიკური ელიტის კრიზისი, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურსნაცმოძრაობა“, მაგრამქართული ოცნებაცძალიან მოჰბეზრდა, მაგრამ არა აქვს მესამე არჩევანის საშუალება“.

გაქვთ განცდა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც ექნება ამომრჩეველს მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება და შესაძლებლობა?

- საქართველოსთვის ახლა ძალიან რთული პერიოდია. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური სპექტრი ვერც კი აღიქვამს სიტუაციის დრამატულობას და მომენტის მნიშვნელობას.

რუსეთი ინგრევა, მაგრამ პატარა ქვეყანა შესაძლოა ნანგრევებში მოჰყვეს ან დიდი ხნით დასცილდეს დასავლურ ორბიტას, რომელიც მისთვის სასიცოცხლო გარემოს უზრუნველყოფს.

ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა დასავლურ ალიანსებსა და სტრუქტურებში ინტეგრაცია, მანამდე კი უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიების მოპოვებაა.

ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა შეაჩერა რუსეთთან კონტაქტები. ამ პირობებში მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობას არანაირი დადებითი მხარე არ შეიძლება ჰქონდეს

პარტნიორები ამის მთავარ წინაპირობად დემოკრატიის კონსოლიდაციას ასახელებენ. სწორედ აქამდე დაიყვანება იმ რეკომენდაციების არსი, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და შემდგომში წევრობის მისაღებად. პოლარიზაცია არის ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის და დასავლურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს.

პარტნიორები ჩვენგან ინტეგრაციის, დეოკუპაციის, დემოკრატიის კონსოლიდაციის მრავალპარტიულად მხარდაჭერილ პროექტებს მოელის და არა ერთმანეთის გასანადგურებლად ჩატარებულ არჩევნებს ან არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მანიპულაციურ ანტიდასავლურ პროპაგანდას.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო