პარტნიორობის გაძლიერებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის ელჩი აჭარას სტუმრობს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, 6-9 ივნისს აჭარის რეგიონს სტუმრობს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ვიზიტის მიზანი მხარეებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავება, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობაა.

მათივე ცნობით, ელჩის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.

„პაველ ჰერჩინსკიმ უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა მთავრობის, ადგილობრივი თვითმმრთველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია დისკუსია ახალგაზრდებთანაც.

აჭარის რეგიონში ელჩის ვიზიტი ქედაში გამგზავრებასაც მოიცავს, სადაც ის ევროკლუბს გახსნის. დაგეგმილია ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებაც, რომლებიც ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში შეიქმნა და განვითარდა.

ელჩი ჰერჩინსკის ვიზიტი აჭარაში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ და მზარდ პარტნიორობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით