გურიის რეგიონში 46 კმ გზის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 46 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს, დასრულების ეტაპზეა, ხოლო დარჩენილ 3 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 42.2 მილიონი ლარია.

„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს. ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.

გარდა ამ 46 კილომეტრისა, დამატებით გურიის რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წლის ბოლომდე 4 პროექტის ფარგლებში 43 კმ-მდე კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს 1 ახალი ხიდის მშენებლობა და 4 ნაპირსამაგრი პროექტი - სიგრძით 1,5 კმ. სახელმწიფო ბიუჯეტით მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 42 მლნ. ლარამდეა.

მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობა კი კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება