საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტს გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სტუმარს სასამართლოს ისტორია და უფლებამოსილებები გააცნო.

მათივე ცნობთ, შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო ხელისუფლების როლზე სახელმწიფოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და იმ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხორციელდება.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაველ ჰერჩინსკიმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის