თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა

„ქეი ეფ სი საქართველო“, რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მე-13 ობიექტი გახსნა.

„ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი სტუმრებს თბილისში, სააკაძის მოედანზე, ვ.ჭაბუკიანის ქ. N2-ში უმასპინძლებს.

KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული ,საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში „ქეი ეფ სის“ რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

სააკაძის მოედანზე მდებარე „ქეი ეფ სი“ გათვლილია 100-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან - 23:00 საათამდე, ხოლო მიტანის და თან წაღების სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 10 საათიდან - 03:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ „ქეი ეფ სის“ რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

(R)

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება