ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია - ქვემო ქართლის რეგიონში, მიმდინარე წელს, 15 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, მიმდინარე წელს, 15 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წელს აშენდება: ქალაქ რუსთავის №11 და №25 საბავშვო ბაღები, ბოლნისში დაბა კაზრეთის და მამხუტის საბავშვო ბაღები; თეთრიწყაროში ვაშლოვანის და ორბეთის საბავშვო ბაღები; წალკაში თიალეთის და კაბურის საბავშვო ბაღები; გარდაბანში მარტყოფის და სართიჭალის საბავშვო ბაღები; დმანისში ამამლოს და ირგანჩაის საბავშვო ბაღები; მარნეულში ქალაქ მარნეულის, წერეთლის და შულავერის საბავშვო ბაღები.

2023 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება: რუსთავის №31 ბაღს; ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ტანძიისა და ქვემო ბოლნისის ბაღს; გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ლემშვენიერას №1 და ლემშვენიერა-მზიანეთის ბაღს; დმანისის №1 საბავშვო ბაღს; თეთრიწყაროს №1 საბავშვო ბაღს; მარნეულის №4 საბავშვო ბაღს.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

რეგიონის მაშტაბით 2021-2022 წლებში სრული რეაბილიტაცია 33 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.

2021 წელს ქვემო ქართლში რეაბილიტირდა: ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კაზრეთის და ბოლნისის N1 ბაღები; დმანისის მუნიციპალიტეტში, ჯავახის, განთიადის, დმანისის N1, სარკინეთის, მაშავერას და ვარდისუბნის ბაღები; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს №2 საბავშვო ბაღი; წალკის მუნიციპალიტეტში სოფელი ბარეთის საბავშვო ბაღი; ქალაქ რუსთავში №11, №27, №17, №18, №20, №21, №31 და №43 ბაღები; მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელი ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღი.

2022 წელს ქვემო ქართლში რეაბილიტირდა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ჯორჯიაშვილის ბაღი; მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეულის №1 საბავშვო ბაღი; ქალაქ რუსთავში №22, №34, №8, №32, №37, №43, №8, №21, №23, №31, №1 და №36 ბაღები.

2022 წელს აშენდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წინწყაროსა და ფარცხისის, ასევე ქალაქ რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩის N10 საბავშვო ბაღი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა