გორის მერია - ახალი საცხოვრისით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ოჯახი დაკმაყოფილდა

გორის მუნიციპალიტეტში ახალი საცხოვრებლით კიდევ ორი ოჯახი დაკმაყოფილდა. გორის მერიის ინფორმაციით, მერეთსა და კარალეთში ხის კოტეჯები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.

გორგიშელებისა და შავშიშვილების ოჯახებში იმყოფებოდნენ ასევე გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

„არჩილ შავშიშვილის ხუთსულიანი ოჯახი, წლების განმავლობაში ქირით, გორგიშელები კი ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ. სულ მალე ისინი ხის კეთილმოწყობილ კოტეჯებში გააგრძელებენ ცხოვრებას.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საცხოვრისით მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახი დააკმაყოფილა.

უსახლკარო ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს