შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - წარმოუდგენელია, რაიმე წარმატების ფორმულა შექმნან, სანამ გამიჯნული იქნებიან ქართველი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისგან - ეს იქნება მარგინალური გაერთიანება

მთავარი პრობლემა, რაც უკლებლივ მთლიან ოპოზიციას აქვს, ეს არის ის, რომ მათთვის ეროვნული ინტერესი არანაირ­ ფასეულობას არ წარმოადგენს. კოლექტიური ოპოზიცია ის ძალა არის, რომელსაც თუ დააკვირდებით, დიდი ხანია, საკუთარი ლექსიკონიდან ამოგდებული აქვთ სიტყვები - სამშობლო, პატრიოტიზმი და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციას გაცნობიერებული არ აქვს ეროვნული ინტერესის მნიშვნელობა.

მისი თქმით, ოპოზიციის ეს ძალები არიან მარგინალური ძალები და აქედან გამომდინარე, პრობლემა არის არა იმაში, თუ სად გაერთიანდებიან, არამედ მათი მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან აცდენაში.

,,ეს პოლიტიკური ძალები არიან მარგინალები, მათი მხარდაჭერა ორი-სამი პროცენტის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, პრობლემაა არა იმაში, სად გაერთიანდებიან, რომელ ადგილზე შეიკრიბებიან, ვინ შეიკრიბება, არამედ რა იქნება მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რომელიც აცდენილია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს. ამიტომ წარმოუდგენელია, რაიმე წარმატების ფორმულა შექმნან, სანამ გამიჯნული იქნებიან ქართველი ხალხისგან, მანამდე გამიჯნული იქნებიან ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. რა თქმა უნდა, რთულია, რაიმე წარმატება ჰქონდეთ. შეუძლებელია, საქართველოში ხელისუფლებაში არაპატრიოტული ძალები მოვიდნენ. დღეს ოპოზიცია გამორჩეულია სწორედ იმით, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან ეროვნულ ინტერესებს, პატრიოტიზმს, ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ სულერთია, რა ფორმით იქნება გაერთიანება, ეს იქნება ერთადერთი მარგინალური გაერთიანება, რომელიც იქნება მარგინალური ცენტრი. ეს არის პრობლემა. ყველანაირი შესაკრებლებით - ვინმეს დამატებას, გამოკლებას, გადანაცვლებას საერთო ჯამამდე მოვყავართ, რაც არის ის, რომ ოპოზიცია მანამდე მარგინალური იქნება, სანამ მათთვის ეროვნული ინტერესი ღირებულება არ იქნება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა