ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიკოს როინ მეტრეველს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, აკადემიური-სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ ისტორიკოსს, მეცნიერ-მკვლევარს, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეს, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, აკადემიკოს როინ მეტრეველს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, როინ მეტრეველის სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღვაწლი, სხვადასხვა დროს, არაერთი ჯილდოთი, მათ შორის, ღირსების ორდენით, საქართველოს საპატრიარქოს ოქროს ჯვრითა და ფრიტიოფ ნანსენის საპატიო მედლით აღინიშნა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ გამოჩენილ მეცნიერსა და უფროს კოლეგას, სასიქადულო მამულიშვილს, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი უზენაესი საბჭოს წევრს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, კალიფორნიის (აშშ) მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრს, თბილისისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, 300-ზე მეტი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, 100-ზე მეტი სამეცნიერო გამოცემის რედაქტორს, „ქართული ენციკლოპედიის“ მთავარი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ რედაქტორს, აკადემიკოს როინ მეტრეველს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევას.

ბატონი როინის სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღვაწლი, სხვადასხვა დროს, არაერთი ჯილდოთი, მათ შორის, ღირსების ორდენით, საქართველოს საპატრიარქოს ოქროს ჯვრითა და ფრიტიოფ ნანსენის საპატიო მედლით აღინიშნა.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ როინს ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებთ ქართული მეცნიერებისა და განათლების აღმავლობის საქმეში“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მილოცვაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში