თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ქალაქ დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები ეწვივნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ქალაქ დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები და მოწვეული პროფესორები ანდრეას ჰამმახერი, ჰელმუთ ზიბერი და ვიქტორ ვაილერტი.

გერმანელმა პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და დაინტერესებული სპეციალისტებისთვის წაიკითხეს ლექციები.

ლექციებს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნანა ყიფიანი, უნივერსიტეტის პროფესორები, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები.

მრავალრიცხოვანმა დამსწრე აუდიტორიამ ინტერესით მოისმინა გერმანელი პროფესორების მიერ წაკითხული ლექციები:

„ოდონტოგენური ჰაიმორიტი ყბა-სახის ქირურგის გადმოსახედიდან (ეტიოლოგია, კლინიკა, მკურნალობა)“ - ჰელმუტ ზიბერი;

„ზედა და ქვედა ყბების ძვლოვანი რეკონსტრუქცია“ - ანდრეას ჰამმახერი;

„ფრონტალური კბილების ტრავმის კლასიფიკაცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბავშვთა ასაკში“- ვიქტორ ვაილერტი.

როგორც ლექციების შემდგომ სტუდენტებმა განაცხადეს, მათთვის ძალიან საინტერესო იყო ლექციების თემატიკა და მნიშვნელოვანი იყო ევროპელი პროფესორების გამოცდილების და მიღწევების გაცნობა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა პროფესორებმა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩაატარეს 16 ოპერაცია, მიიღეს 30-ზე მეტი პაციენტი და გაუწიეს მათ კონსულტაცია.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება