ბაკურიანში, რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა ბაკურიანში, რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბაკურიანის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ეკატერინე ორჯონიკიძე და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ოთარ ხვედელიძე ადგილზე გაეცნენ.

„პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა სტადიონისა და სატრენაჟორო სივრცის მოწყობა, მომავალ კვირას კი, საფეხმავლო და საპიკნიკე ზონების მოწყობა დასრულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ დაბა ბაკურიანს სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სპორტულ, და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.

პარკის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარეობს და მისი დასრულება ივლისის თვის ბოლოს იგეგმება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება