ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ დაათვალიერეს.

„ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, რომელიც განკუთვნილი იქნება მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურებისთვის. ასევე, მიმდინარეობს ავტობუსებისთვის, ნაგავმზიდებისა და სხვა სპეცტექნიკისთვის სპეციალური შენობების მოწყობა, ეზოს ტერიტორიაზე აშენდება ავტოსამრეცხაოც.

პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 2 460 000 ლარს და სრულად დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილეებმა, ნიკა კობახიძემ და ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში