მარინა კალიურანდი - წავიკითხე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 12 რეკომენდაციიდან 80% უკვე შესრულებულია - ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს

წავიკითხე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულიაო - ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია.

„ორიოდე დღის წინ წავიკითხე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე. ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის