შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პრაგმატულმა პოლიტიკამ და საპარლამენტო დიპლომატიამ ნაყოფი გამოიღო და გააძლიერა ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა მშვიდობიანი დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი

საქართველოს პრაგმატულმა პოლიტიკამ და საპარლამენტო დიპლომატიამ ნაყოფი გამოიღო და გააძლიერა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში დევნილთა მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა და ასევე მათ, ვინც ამ რეზოლუციის წინააღმდეგ არ წავიდა.

„გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, უმაღლესი 100 ხმით. მადლიერებას გამოვხატავთ ამ რეზოლუციის ყველა მხარდამჭერის მიმართ და მათ მიმართ, ვინც უარი თქვა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემაზე:, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

უწყების ცნობითვე, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება