იუსტიციის მინისტრი „ნაცმოძრაობის“ მიერ პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დასახელებაზე - კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ? - კითხვა, უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი, იუმორისტული ჟანრიდანაა

ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას, 2024 წლის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას შეეხებოდა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია, ხოლო მიანიჭებს თუ არა მას მოქალაქეობას საქართველოს პრეზიდენტი, ეს სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივაა.

„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ თუ საინფორმაციოსთვის? არასდროს ვსაუბრობ არც პაციენტზე და არც პატიმარზე ოდნავ მაინც იუმორისტული ფორმით, მაგრამ კითხვა იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე, უცხოელს საქართველოში არ აქვს არც აქტიური და არც პასიური საარჩევნო ხმა და შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, ამაზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის მისი კონსტიტუციური პრეროგატივა და უნდა გადაწყვიტოს თავად, მიანიჭებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას თუ არა, თუმცა ნამდვილად გასაკვირი და უცნაურია, როცა სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას. ჩემს პირად მოსაზრებას გეუბნებით. არც თუ ისე ხშირია, როცა ქვეყნის მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას, ეს სამწუხარო ფაქტი იყო ნამდვილად. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი პრეზიდენტი აუცილებლად იხელმძღვანელებს ამ მოსაზრებებით, როცა დადგება მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების მომენტი, თუ დადგება. მე ვერანაირ მითითებას ამაზე ვერავის მივცემ. როცა ადამიანი იყო სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და გავიდა სახელმწიფოს მოქალაქეობიდან, დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, საკუთარი გადაწყვეტილებით, მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა და ჩადგა სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ეს მინიმუმ, უცნაურია და ჩემთვის პირადად მიუღებელი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო