გორის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარალეთის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

გორის მერიის ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 114 000 ლარია.

„უკვე დასრულდა სპორტული მოედნის მოწყობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.

სპორტულ მოედანზე მოეწყო როგორც ფეხბურთის კარები, ასევე კალათბურთის ფარები და ადგილობრივ მოზარდებს საშუალება აქვთ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტული ცხოვრებით.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, არბოს სტადიონიც დაათვალიერა.

სპორტული წესის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნითა და მოსახლეობის მოთხოვნით, გორის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს