ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ეწვია

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ელჩს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში შეხვდა და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა, გააცნო ბსუ-ში ევროკაშირის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტები, სამეცნიერო ცენტრების მუშაობა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით ბსუ-ს 1 000-მდე სტუდენტი სარგებლობს, მათ შორის არიან ახალგაზრდა ევროპელი ელჩები. ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მათთვის აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა კანდიდატის სტატუსი მიღების პროცესი, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპი, ახალგაზრდობის როლი დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებაში და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის