ბათუმში 31 მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების კეთილმოწყობა დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო. მისი განცხადებით, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება.

„როგორც იცით, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩები ათეული წლის განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი. შესაბამისად, კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. დავიწყეთ აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება და 31 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, 50 ათას კვმ-ზე ჩვენ განვახორციელებთ გზების სრულ კეთილმოწყობას. ხახულის არხი ორივე მხრიდან მოექცევა ნაპირსამაგრ კედლებში, ხოლო არხის ფსკერზე დაისხმება ბეტონის საფარი. გარდა ამისა, განხორციელდება არსებული 15 ხიდის დემონტაჟი და ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდების მოწყობა”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო